პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ

პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული რიონის ხეობაში კომპანია „ენკას“ სამეურნეო ბაზაზე.

ადგილზე იმყოფებიან რიონის ხეობის დამცველებიც. ისინი კომპანიის სამუშაო პროცესის პარალიზებას ცდილობენ. გუშინ გუმათის დასახლებასთან დაკავებული აქტივისტების ადმინისტრაციული პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში იმართება.

რა ვითარებაა ხეობაში და რა ეტაპზეა სასამართლო განხილვა, – რუსუდან ლოლაძე ქუთაისიდან დეტალებით.