პროტესტი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ

„ნამახვანჰესის“ გარშემო პროტესტი მწვავდება.

სოფელ გუმათთან ერთად აქცია მიმდინარეობს ქუთაისის ცენტრშიც. დაძაბული ღამის და პოლიციასთან რამდენიმე დაპირისპირების შემდეგ ჰესის კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეები პროტესტის მასშტაბების ზრდას და აქციების მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწყობას აანონსებენ. აქტივისტები ითხოვენ, გაიხსნას სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალი გზა, რომელიც რიონის შესაძლო ადიდების არგუმენტით სამართალდამცავებმა ამჯერად რკინის კონსტრუქციებით გადაკეტეს. გუმათში დღეს სიტუაცია არაერთხელ გამწვავდა. არიან დაკავებულები. ჰესის აშენების მოწინააღმდეგეები ეკონომიკის მინისტრის გადადგომას და „ენკასთან“ დადებული სადავო ხელშეკრულების განსახილველად პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. დამატებითი კვლევების ჩატარებამდე კაშხლის მშენებლობის შეჩერება აქციის მონაწილეებისთვის საკმარისი არ არის. რიონის ხეობაში შექმნილი მძიმე სიტუაციის დეესკალაციისთვის საპატრიარქო მხარეებს დიალოგის დაწყებისკენ და ყველა სადავო საკითხის განხილვისკენ მოუწოდებს.

ჩართვა ქუთაისიდან, სადაც აქციის მონაწილეები ღამის გათენებას გეგმავენ, – ირმა ჭოლაძე მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას.

დატოვე კომენტარი