პროტესტი ინდოეთში 

ასზე მეტი დაშავებული, დამწვარი ავტომობილები და ავტობუსები, ჩამსხვრეული ვიტრინები, – ინდოეთში საპროტესტო აქციები და არეულობა გრძელდება.

საპროტესტო გამოსვლები მას  შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობმ მიიღო კანონი, რომელიც მეზობელ მუსლიმურ  ქვეყნებში დევნილი რელიგიური უმცირესობებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას ითვალისწინებს. კანონი ვრცელდება ინდუისტებზე, ბუდისტებზე, სიქებზე, ქრისტიანებსა და სხვა ჯგუფებზე, თუმცა არა მუსლიმებზე.

ინდოეთში მცხოვრები ისლამის მიმდევრები ახალ საკანონმდებლო ცვლილებას მათ წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.

დატოვე კომენტარი