პროტესტი 21-ე სკოლასთან დაკავშირებით

12:11, 21.09.2026

21-ე საჯარო სკოლასთან აქცია მიმდინარეობს – შეკრებილი არიან სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეების მშობლები. ისინი აცხადებენ, რომ არ სურთ შვილების სხვადასხვა სკოლებში მეორე ცვლაში გადანაწილება. შეკრებილების განცხადებით, პროტესტს გააგრძელებენ, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მიუხედავად იმისა, რომ განათლების მინისტრის მოადგილისგან მიიღეს დაპირება, რომ მათთვის ახალი შენობის აშენებამდე ალტერნატიული ფართი გამოიყოფა.

სკოლის დირექტორის განმარტებით, განათლების სამინისტროს პასუხის თანახმად, სამხარაულის დასკვნის საფუძველზე გადაწყდება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკოლას, თუ ძველი შენობა ახლით ჩანაცვლდება. მისი განცხადებით, 21-ე სკოლა ნებისმიერ შემთხვევაში მომავალში ძველ მისამართზე გააგრძელებს ფუნქციონირებას.

მსგავსი