ProPublica – ს საგამოძიებო სტატია – შეფასებები

15:11, 30.10.2026

გამოცემა ProPublica-ს ინფორმაციით, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, 2025 წლის დასაწყისში, კონგრესში, სავარაუდო კორუფციული გარიგებების მასშტაბური გამოძიება დაიწყო. გამოძიების ცენტრში რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი კონგრესმენი ჯეიმს კლაიბერნი აღმოჩნდნენ. თუმცა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებისა და FBI-ის ანტიკორუფციული დანაყოფების თანამშრომლების გათავისუფლების შემდეგ გამოძიება ფაქტობრივად შეწყდა.

გამოცემა „პროპუბლიკას“ ინფორმაციით, გამოძიების საფუძველი ჰავაიში დაფუძნებული თავდაცვის სფეროს კომპანია Navatek-ის ყოფილი ხელმძღვანელის, მარტინ კაოს ჩვენებები გახდა. კაო ამტკიცებდა, რომ კომპანია პოლიტიკოსებს წინასაარჩევნო შემოწირულობებსა და სხვა ფინანსურ სარგებელს სთავაზობდა, სანაცვლოდ კი სახელმწიფო კონტრაქტებისა და დაფინანსების მოპოვებაში დახმარებას იღებდა. კაოს თქმით, მსგავსი გარიგებები სამხრეთ კაროლინაში გრემთან, კლაიბერნთან და რესპუბლიკელ კონგრესმენთან, ჯო უილსონთანაც ჰქონდა. საკითხს გამოხმაურებები უკვე მოჰყვა თბილისშიც.

მსგავსი