პროკურატურის დასკვნითი სიტყვა სააკაშვილის საქმეზე

სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროკურატურამ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა დაიწყო.

დასკვნითი სიტყვის ნაწილის წარმოთქმის შემდეგ, სხდომა დროებით 17 საათამდე გადაიდო.

მეორე ინსტანციაში ექსპრეზიდენტის დაცვის მხარე სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებელი განაჩენით შეცვლას ითხოვს. ამ პოზიციას არ იზიარებს სახელმწიფო ბრალდება, რომელიც აცხადებს, რომ ამ საქმეში ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებებია.

პროკურატურის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება და წინასწარი შეცნობით, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულებს სასჯელი გაუნახევრა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ეს იყო პირველი საქმეზე, რომელზეც საქართველოში ექსპრეზიდენტის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა.