პროკურატურამ საბოტაჟის მცდელობის საკითხზე გამოძიება დაიწყო

საბოტაჟის მცდელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო პროკურატურაში.

უწყების შეკითხვებს რამდნიმე წუთში ნანა კაკაბაძე უპასუხებს. შეგახსენებთ, საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან, 10 წლამდე და შვიდიდან, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის ინფორმაციით, „სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოტანილი განცხადება.