პროკურატურამ  მამუკა  ხაზარაძეს ბრალი წარუდგინა

ბიზნესიდან პოლიტიკაში წასვლის შემდეგ მამუკა ხაზარაძეს უკვე მეორე ბრალდებას უყენებენ.

„ლელოს“ ლიდერს ამჯერად პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბრალდება ერთ წლამდე პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წინა კვირას კომისიის იმ სხდომაზე დაიბარეს, სადაც ნავთობკომპანია „მაგნატის“ საქმე განიხილებოდა. კომპანიის მფლობელი საკუთარი ქონების ჩამორთმევის პროცესის ერთ-ერთ ფიგურანტად „თიბისის“ დამფუძნებელსაც აცხადებს. თუმცა ხაზარაძემ პარლამენტის არალეგიტიმურობის არგუმენტით სხდომაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.