პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს ბრალი წარუდგინა

პროკურატურის ბრალდებას პასუხობს მამუკა ხაზარაძე. ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და საქმეს პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს. განსხვავებულ აზრზეა უმრავლესობა. „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ მამუკა ხაზარაძე დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო, რადგან მას ამას კანონი ავალდებულებს.