„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა ორ საათში დაიწყება. ექვს პირს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინა. ყველა მათგანს ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა ედება ბრალად, რაც ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.