პროფკავშირების შეხვედრა

როგორ უნდა განისაზღვროს საერთაშორისო სტანდარტით საბაზისო პენსიის ოდენობა. საუბარია ასაკით პენსიონერი მოქალაქეების საკითხზე. თემაზე ამ წუთებში პროფკავშირები და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია კონფერენციის ფარგლებში მსჯელობს.

ინიციატორებს რეკომენდაციები აქვთ შემუშავებული, რომლის შეთავაზებასაც გეგმავენ შესაბამისი უწყებებისთვის.

სიახლის თანახმად, პენსიის მატება დამოკიდებული უნდა იყოს არა პოლიტიკურ ნებაზე, არამედ კანონში უნდა გაჩნდეს ჩანაწერი, რომელიც საშუალო ხელფასის პარალელურად განსაზღვრავს პენსიის ოდენობას, რაც ყოველწლიურად 8-10 % მატებას ითვალისწინებს.