პროფესიული განათლების რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბათუმში შეხვედრა გაიმართა

ბათუმში პროფესიული განათლების რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით დღეს შეხვედრა გამართა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ. შეხვედრას ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აცხადებენ, პროფესიული განათლების სისტემის განვითარების მიმართულებით პალატა აქტიურად მუშაობს, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროცესის ეფექტიანად კოორდინირებისთვის და დუალური განათლების პოპულარიზაციისთვის ქმნის საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმას.

შეხვედრებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტებთან ერთად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებიც არიან ჩართული.