პროფესიული განათლების ხარისხი – საერთაშორისო კონფერენცია

18:29, 20.11.2026

„პროფესიული განათლების ხარისხი: მასწავლებლის როლი“ – ამ სახელწოდებით, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. როგორ უნდა მოემზადოს მასწავლებელი, რომ სტუდენტს მომავლისთვის საჭირო უნარები განუვითაროს? ამ და სხვა თემებზე ქართველ კოლეგებთან ერთად იმსჯელეს საერთაშორისო ექსპერტებმა ევროპის განათლების ფონდიდან, პროფესიული განათლების ევროპული ფორუმიდან, იტალიიდან, ისრაელიდან და სომხეთიდან. კონფერენციის ფარგლებში განიხილეს ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული გამოცდილება, ასევე სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მიდგომები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარება.

მსგავსი