პროფესიული განათლების ახალი ცენტრი
სულ უფრო მზარდი ინტერესი პროფესიული განათლების მიმართ და სასწავლებელი, რომელიც შრომითი ბაზრის მოთხოვნებზეა ორიენტირებული.
თბილისში „სქილვილის“ ახალი კოლეჯი გაიხსნა. პროფესიული სასწავლებელი, სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ლაბორატორიებით და სამუშაო სივრცეებით, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ყველაზე მოთხოვნად ციფრულ და ტექნოლოგიურ პროფესიებს დაეუფლონ. გაფართოების პარალელურად, „სქილვილი“ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პარტნიორი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკულ ინოვაციურ საგანმანათლებლო პროგრამებზე წვდომა ფართოვდება. კოლეჯის კიდევ ერთი პარტნიორი საქართველოს ბიზნეს ასოციაციაა.
ქვეყნის უმსხვილეს ბიზნეს-გაერთიანებასთან ხელმოწერილი მემორანდუმი კურსდამთავრებულებს დასაქმებაში დაეხმარება – გენო ოსიყმაშვილი გიამბობთ.