პროექტი „შვიდი დღე ჯარისკაცად“

„შვიდი დღე ჯარისკაცად“, – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

სიახლე სამხედროებმა სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს. ისაუბრეს რეზერვის მნიშვნელობაზეც. აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია, პარალელურად რეზერვისტს სამოქალაქო სამსახური უნარჩუნდება.