პროექტი „ქართული მრავალხმიანობა საქართველოს სტუმრებს“ დაიხურა

პროექტი ,,ქართული მრავალხმიანობა საქართველოს სტუმრებს“,  „ერისიონის“ კონცერტით დაიხურა. ანსამბლი ქართველი და უცხოელი მსმენელის წინაშე ერთსაათიანი პროგრამით წარდგა. მიზანი, უცხოელ ტურისტებში ქართული კულტურის პოპულარიზაცია იყო. დასკვნით კონცერტთან ერთად, ფოლკლორის ცენტრის გალერეაში, ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას ფოტოკოლექცია „ეს ჩემი საქართველოა“ და თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონის წარმომადგენლების შექმნილი კოლექცია იყო წარმოდგენილი.