პროექტი „მზისკარი“ 2026 წელსაც გაგრძელდება
გასტრონომიული ტურიზმის მხარდამჭერი პროექტი „მზისკარი“ 2026 წელსაც გაგრძელდება. „მზისკარი“ აერთიანებს მხოლოდ იმ მასპინძლებს, რომლებიც სტუმრებს სთავაზობენ ქვეყნისა და კონკრეტული რეგიონებისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ, კულინარიულ გამოცდილებას; კვების მომსახურებასთან ერთად, უზრუნველყოფენ სადემონსტრაციო-საინტერპრეტაციო აგროაქტივობებსა და გასტრონომიულ მასტერკლასებს. პროექტი 2024 წელს დაიწყო, პირველ ეტაპზე პროექტში 15 მასპინძელი ჩაერთო, მეორე წელს კი – კიდევ ხუთი დაემატა.