„აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში, ჰოლოზეუმში, მედიაპროექტ „მიამბე აფხაზეთზე“, საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. პროექტი „მიამბე აფხაზეთზე“ ათი წლისაა და ამასთან დაკავშირებით, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ათწლიანი ისტორიის განმავლობაში შექმნილი მასალების სპეციალური ვიდეოინსტალაცია. მულტიმედიურ სივრცეში სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, ერთ სივრცეში ეხილათ სხვადასხვა თაობის ადამიანების მოგონებები და ვირტუალურად ემოგზაურათ აფხაზეთში.