პროექტი „ხელოვანთათვის“

კომპანია ZMG Art-ი ახალ პროექტს, „ხელოვანთათვის“ იწყებს. სამი კვირის განმავლობაში, ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობით რვა კონცერტი გაიმართება. პროექტში სულ 220-ზე მეტი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას. „ზი ემ ჯი არტი“ დაარსდა 2013 წელს. კომპანია აქტიურად მუშაობს აუდიო-ვიდეო და მუსიკალურ-შემეცნებით სფეროში. პროექტი „ხელოვანთათვის“ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.