პროექტი „ჯარის ბანაკი“
ტრადიციად ქცეული პროექტი და სამხედრო გამოცდილება სკოლის მოსწავლეებს.
ჯარის ბანაკი 2026 გრძელდება. ყოველ წელს ერთი კვირით დამამთავრებელი კლასების 1700 მოსწავლე სრულიად განსხვავებულ რეალობაში ინაცვლებს და ჯარის სპეციფიკას ეცნობა. საცეცხლე მომზადება, ტოპოგრაფია, სამხედრო ნავიგაცია, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა და დაშავებულის ევაკუაცია – ეს იმ გამოცდილების მხოლოდ ნაწილია, რასაც ახალგაზრდები ჯარის ბანაკში იღებენ. მოსწავლეების მომზადებაში პირადად პროფესიონალი სამხედროები მონაწილეობენ. პრაქტიკულ სწავლებასთან ერთად, თავდაცვის სამინიტროს ორ ბაზაზე არაერთი გასართობი და შემეცნებითი აქტივობაც იმართება.
კოჯრის სამხედრო ბაზაზე „მოამბის“ გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა – ჯარის ბანაკის ერთი დღე ნახეთ გენო ოსიყმაშვილის რეპორტაჟში.