პროექტი „გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა მდგრადი მომავლისთვის“
„გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა მდგრადი მომავლისთვის“ – ამ სახელწოდების ერთობლივი პროექტი დაიწყეს კომუნიკაციების კომისიამ და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა. მიზანი მედიის წარმომადგენლების პროფესიული ცოდნის გაღრმავებაა. თანამშრომლობის ფარგლებში, გარემოსდაცვითი, კლიმატის ცვლილების, ბუნებრივი რესურსების მართვისა და მდგრადი განვითარების საკითხების სწორად, ობიექტურად და ეფექტიანად გაშუქების მიზნით, მედია აკადემიაში „მედიასკოლის სტუდიის“ სტუდენტები თემატური ტრენინგებით გადამზადდებიან.