თბილისის განტვირთვის გეგმა

როგორ უნდა განიტვირთოს საგზაო მოძრაობა დედაქალაქში – ეს ქალაქის მერის და შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი იყო.  კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები დასუფთავების სამსახურთან, ხოლო სადისტრიბუციო კომპანიებთან    ქალაქის ქუჩებში სატვირთო ავტომანქანების გადაადგილებაზე საუბარი უახლოეს მომავალში დაიწყება. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში განიხილეს მიწისქვეშა გადასასვლელებში ვიდეო კამერების დამონტაჟების საკითხი და სამარშრუტო ავტობუსებისთვის კონკრეტულ ქუჩებზე გაჩერების კონკრეტული ადგილების დაწესების ინიციატივა.