პრობლემები სოფელ აცანას საბავშვო ბაღში

გაუსაძლისი ვითარება სოფელ აცანას საბავშვო ბაღში. სკოლამდელი დაწესებულება მეწყერსაშიშ ზონაში მდებარე საცხოვრებელ სახლშია გახსნილი.

რთული მეტეოროლოგიური პირობების დროს ბაღში ბავშვების გაშვება საკმაოდ დიდ რისკთან არის დაკავშირებული.

ამ ყველაფერს საბავშვო ბაღისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობა და სანიტარული ნორმების დარღვევაც ემატება.