პრობლემები საერთაშორისო აეროპორტებში

2018 წელს დაფიქსირებული მგზავრთა რეკორდული ნაკადის ფონზე საქართველოს აეროპორტების გაფართოება დღის წესრიგში დგება.

ქუთაისში პროცესი უკვე დაწყებულია, თბილისსა და ბათუმზე კი მთავრობას მოლაპარაკება აეროპორტების მმართველ კომპანიასთან მოუწევს. მითუმეტეს, რომ ეკონომიკის მინისტრის მხრიდან მინიშნებები აეროპორტების ახალ ლოკაციებზე კეთდება. „ტავ ჯორჯიას“ წარმომადგენლები ხელისუფლებისგან ჯერ კონკრეტულ წინადადებებს ელოდებიან.