პრობლემები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში

პრობლემები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში.

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, თავშესაფრების დეფიციტი და პაციენტების მიმართ ინდივიდუალური მიდგომების არარსებობა სფეროს მთავარ გამოწვევებად რჩება.

ვითარებას ჰოსპიტალურ სექტორში დაფინანსების შემცირება და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული მიდგომები კიდევ უფრო ამწვავებს.

გარკვეულ ხარვეზებს ჯანდაცვის სამინისტროც აღიარებს, თუმცა უწყების მიერ ჯერ კიდევ სამი წლის წინ ფურცელზე გაწერილი სტრატეგიის ძირითადი პუნქტები ამ დრომდე შეუსრულებელია.