პრობლემები „ავლაბრის“ მეტროსადგურში და მერის გაფრთხილება
ახლად რეაბილიტირებულ მეტროსადგურში თბილისის მერიის აუდიტი შემოწმებას ჩაატარებს.
დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა მეტრო „ავლაბრის“ შიდა ტერიტორია საგრძნობლად დააზიანა. წვიმის შედეგად შენობა პრაქტიკულად დაიტბორა – ეს იმ ფონზე, როცა სადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოები ორი წლის წინ ჩატარდა. უნდა ჩატარდეს მონიტორინგი და დადგინდეს, რა გახდა სახურავიდან წყლის ჩასვლის მიზეზი და ჩატარდა თუ არა შესაბამისი სამუშაოები ხარისხიანად. დავალება თბილისის მერმა გასცა. კომპანია, რომელმაც „ავლაბრის“ მეტროს სარეაბილიტაციო პროექტის ტენდერში გაიმარჯვა, ახლა ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაციას ახორციელებს, თუმცა პროექტის ჩაბარების ვადებმა უკვე რამდენჯერმე გადაიწია. კომპანია ამ ეტაპზე დუმილს არჩევს და მედიასთან განმარტებებს არ აკეთებს.