პრეზიდენტს სერბმა კოლეგამ უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში სერბეთში ვიზიტის დეტალებს აქვეყნებს, ფოტომასალას აზიარებს და წერს: „ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა ჩემთვის წმინდა ნიკოლოზის დღე სერბეთში. პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა მე და ჩემი მეუღლე დაგვპატიჟა თავის დიდ ოჯახში, სადაც პატივი მქონდა გამეცნო მისი მშობლები. ეს იყო უბრალოდ ოჯახური ვახშამი, გულწრფელი საუბრებითა და შეგრძნებით, რომ თავს გრძნობ ისე, როგორც საკუთარ ოჯახში. ამის დავიწყება შეუძლებელია და ადამიანს გახსენებს, რომ სახელმწიფოს უკან ყოველთვის დგანან ადამიანები, ოჯახები და სიყვარული. გულითადი მადლობა მინდა გამოვხატო ამ ნდობისთვის და გულთბილი მასპინძლობისთვის“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.