პრეზიდენტობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა დღეს 18:00 საათზე იწურება
საქართველოს პრეზიდენტობა 42 მოქალაქეს სურს. დღეს დილით ცესკო-ში განაცხადი 41 კანდიდატს ჰქონდა შეტანილი. თუმცა, ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი განაცხადი შევიდა და ეს პროცესი დღის ბოლომდე გაგრძელდება. განაცხადების შეტანის ვადა 18:00 საათზე იწურება. მანამდე ცესკო-ში სალომე ზურაბიშვილსაც ელოდებიან, რომელმაც ხელმოწერების შეგროვება დაასრულა.
ნათია ქენქაძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში – რომელ საათზე აპირებს ცესკო-ში მოსვლას სალომე ზურაბიშვილი და რა განცხადება გაკეთდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიმართა.