პრეზიდენტმა ფრიდონ შუბითიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

სალომე ზურაბიშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენელი, შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, პროფესორი ფრიდონ შუბითიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდო მას მეცნიერების განვითარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების შექმნაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა.