პრეზიდენტმა აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

პრეზიდენტმა ფოთის საზღვაო ნავსადგურში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ნავსადგურელების ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო. სალომე ზურაბიშვილმა ასევე გიორგი ანწუხელიძის გმირობა გაიხსენა და მასთან ერთად 2008 წლის ომის დროს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.