პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს შეწყალების მორიგი აქტი გამოსცა და 111 მსჯავრდებული შეიწყალა, – ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართ​ულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, შეწყალებულ პირთაგან 42 დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებებს. მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და სამი ქალია.

69 პირს სასჯელი შეუმცირდა. მათ შორისაა ოთხი ქალი და ექვსი არასრულწლოვანი.