პრეზიდენტის წლიური მოხსენება

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში ბოლო წლიური მოხსენებისთვის ემზადება. ზურაბიშვილი პარლამენტს ანგარიშს 6 თებერვალს წარუდგენს. პრეზიდენტი საკუთარ გამოსვლაში, სავარაუდოდ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას. რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, სიტყვით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქციათა თავმჯდომარეები გამოვლენ. რის შემდეგაც, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საკანონმდებლო ორგანოს წევრებს დასკვნითი სიტყვით მიმართოს. უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო ტრიბუნას ისევ ხელისუფლების კრიტიკისთვის გამოიყენებს.