პრეზიდენტის წლიური ანგარიში პარლამენტში
პრეზიდენტი წლიური ანგარიშით პარლამენტში გამოსვლას 5 მარტს ითხოვს. შესაბამისი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოს მიმართა. მოთხოვნას უკვე გამოეხმაურნენ უმრავლესობის წევრები. მათი თქმით, პრეზიდენტის წლიური ანგარიშის მოსმენის დრომ შესაძლოა, გადაიწიოს. გადაწყვეტილებას ბიუროს სხდომაზე მიიღებენ. მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის თარიღზე კონსულტაციები გაიმართოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტის ხელმძღვანელობას შორის.