პრეზიდენტის ვიზიტი საფრანგეთში

საქართველოს პრეზიდენტი ფრანგ კოლეგასთან შესახვედრად ემზადება.

ემანუელ მაკრონთან სალომე ზურაბიშვილის აუდიენცია ხვალ არის ჩანიშნული. მანამდე კი სახელმწიფოს მეთაური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა საფრანგეთის სენატის პრეზიდენტს, რა დროსაც საუბრის თემა რეგიონის უსაფრთხოება და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება იყო.

ამ დროისთვის სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისთვის ემზადება. სწორედ ამ ინსტიტუტის კურსდამთავრებულია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.