პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში

აზერბაიჯანში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი კახში სტუმრობით დასრულდა.

სალომე ზურაბიშვილი ქართულ სკოლაში მივიდა. მასწავლებლების გადამზადება და ქართული სახელმძღვანელოების დეფიციტი ადგილობრივების მთავარი პრობლემაა.

კახში მცხოვრებ ქართული წარმოშობის მოსახლეობას ორმაგი მოქალაქეობის საკითხიც აწუხებს. პრეზიდენტმა მათ პირობა მისცა, რომ ადგილობრივებისთვის პრობლემურ თემას აზერბაიჯანელ კოლეგასთან განიხილავს.