პრეზიდენტის ვეტო - რას გადაწყვეტს უმრავლესობა

პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტო.

სალომე ზურაბიშვილმა ამჯერად ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება დაიწუნა. პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის მიხედვით, ცენტრალურ ბანკში ახალი თანამდებობა, პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი იქმნება, რომელმაც ახალი კანდიდატის დამტკიცებამდე პრეზიდენტის მოვალეობა უნდა შეასრულოს. ცენტრალურ ბანკში სამი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი არსებობს. სალომე ზურაბიშვილს ეჭვი აქვს, რომ კანონში ცვლილება კონკრეტული პიროვნების გამო შეიტანეს. ეს ეჭვი აქვს ოპოზიციის ნაწილსაც, რომელიც ნათია თურნავას კანდიდატურაზე მიანიშნებს.

კობა გვენეტაძეს საპრეზიდენტო ვადა 2 მარტს ეწურება. სებ-ის ახალი პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭომ უნდა შეარჩიოს და დასამტკიცებლად პრეზიდენტს წარუდგინოს.