პრეზიდენტის ვეტო

საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. საქმე ეხება „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს. მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს უკვე წარუდგინა, უმრავლესობისთვის გაუგებარია, სწორედ ამიტომ, სახელისუფლებო გუნდი მომდევნო სასესიო კვირას ამ შენიშვნების განხილვასა და ვეტოს დაძლევას აპირებს. მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილის ვეტოს და ოპოზიციის გეგმებს ერთმანეთს უკავშირებს. „ქართულ ოცნებაში“ დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს ისიც, რატომ გახდა ცვლილებების განხორციელება საჭირო.