პრეზიდენტის ვეტო

მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. საქმე ეხება „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში“ ცვლილებებს. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დღეს ბიუროს წარედგინება, შემდეგაც პროექტს შესაბამის კომიტეტზე განიხილავენ და პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს.

ცვლილებათა პაკეტს ოპოზიცია აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება და ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. მმართველი გუნდისთვის კი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება გაუგებარია. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ ცვლილებები მანიფესტანტების უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.