პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას პოლიტიკური სპექტრი აფასებს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას დანაშაულის ტოლფასი უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ ვრცლად ისაუბრა და პრეზიდენტი გააკრიტიკა.
შეფასებები გააკეთა ასევე უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, რომელმაც გასული წლის მარტის აქციები და ლაზარე გრიგორიადისის ქმედებები გაიხსენა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი განაცხადეს, რომ მიესალმებიან ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას და ელოდებიან, რომ მსგავს გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც მიიღებს. ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას სხვა ოპოზიციური პარტიებიც აფასებენ.