პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადება

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება ეროვნული ბანკის საქმიანობას აფერხებს. მისი თქმით, მმართველი გუნდის მუქარა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებების პროექტზე, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შესახებ ბანკისა და ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს. გიორგი მსხილაძის განმარტებით, ის რაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს, სწორედ პრეზიდენტის ვეტო იყო და მმართველი პარტიის ბრალდებები უსაფუძვლოა.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.