პრეზიდენტის პოზიცია სააკაშვილის შეწყალებაზე - შეფასებები

პრეზიდენტის პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე, უცვლელია. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვლება. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობისა და არც უდანაშაულობის მსხვერპლის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. ზურაბიშვილის განცხადებით, სააკაშვილი ნებაყოფლობით და არალეგალური გზით შემოვიდა ქვეყანაში და მისი შემოსვლა მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ოპოზიციის ნაწილისთვის, ამ კომენტარის ფონზე, გაუგებარია მისი სიტყვები პოლარიზაციის დასრულებასა და შერიგებასთან დაკავშირებით.

გადაწყვეტილებას იწონებს მმართველი გუნდი. თამუნა წიკლაური შეფასებებით გვიერთდება პირდაპირ ეთერში.