საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ „სიბიეს ნიუსთან“ უკვე მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა. გადაცემაში „60 წუთი“ სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვების საპასუხოდ ისეთ თემებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა ევროინტეგრაციის პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობა, ასევე შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების საკითხსაც და ამ მიმართულებით პირად მოსაზრებებზე ილაპარაკა საქართველოს მთავრობის პოლიტიკასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის განცხადებებს ოპოზიციის ნაწილი იწონებს, განსხვავებით უმრავლესობისგან – „ქართულ ოცნებაში“, ზურაბიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს კანდიდატის სტატუსის მიღების საწინააღმდეგო აგიტაციად აფასებენ.