პრეზიდენტის მიმართვას პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ

მესამე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა სალომე ზურაბიშვილის განცხადება. პრეზიდენტმა საქართველოს პირველ არხზე საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს. ზურაბიშვილის განცხადებით, ის საქართველოს მოქალაქეებისთვის მიცემულ პირობას ასრულებს და ევროკავშირის წევრობის – კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ვიზიტების გაგრძელებას გეგმავს. სალომე ზურაბიშვილის მიმართვას პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ.