პრეზიდენტის მიმართვა

სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის 78-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტის განცხადებით, გამოწვევების მიუხედავად, საქართველო, როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ჩართულია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონთან ინტენსიურ თანამშრომლობაში ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ახალი პროექტების განვითარებისთვის.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, ახალი ისტორიული მიღწევის ფონზე, საქართველო ცდილობს, განავითაროს კავშირები აზიის ეკონომიკებთან, განსაკუთრებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებითა და გაზრდილი თანამშრომლობით.