პრეზიდენტის ინიციატივა იუნესკო-ს კონფერენციაზე

საქართველოს პრეზიდენტმა იუნესკო-ს კავკასიური ენების საერთაშორისო დღის დაწესების ინიციატივით მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა იუნესკო-ს 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობა საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მიიღო.

ფორუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები მონაწილეობდნენ. მათ მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავების მიმართულებით, ორგანიზაციის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრეს.