პრეზიდენტის ინიციატივა და პოლიტიკური შეფასებები

პრეზიდენტი ამბობს, რომ მმართველი გუნდიდან მას აღარ ესაუბრებიან.

ერთადერთ გამონაკლის უწყებად საგარეო საქმეთა სამინისტრო დასახელდა. სალომე ზურაბიშვილს არ დაუმალავს, რომ რიგგარეშე სესიის მოწვევაზე „ქართული ოცნებისგან“ უარს ელოდა, თუმცა ეს ნაბიჯი მისთვის დეპოლარიზების გზა და მმართველი პარტიის სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის ნაწილის ჩასართავად აუცილებლად გადასადგმელი კომპრომისული ნაბიჯია. ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებაზე ხელისუფლების და მთელი ოპოზიციის ერთად მუშაობის მიზნით პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ პროცესში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მედიატორის როლი იკისროს. ასევე სალომე ზურაბიშვილის სურვილია, რომ პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში საკუთარი წარმომადგენელიც ჩართოს.