პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში #LIVE

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კონსტიტუციურ წარდგინებას განიხილავს.

დარბაზში იმყოფებიან უმრავლესობის დეპუტატებიც. თავად პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან.

„ჩემი სრული ნდობა საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემს ორ წარმომადგენელს – თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.

დაარღვია თუ არა კონსტიტუციის 52-ე მუხლი ქვეყნის მთავარსარდალმა – ამ კითხვას პასუხი 9 მოსამართლისგან შემდგარმა პლენუმმა უნდა გასცეს. ვერდიქტამდე მსაჯულები 80 დეპუტატის მიერ ხელმოწერილ წარდგინებას ზეპირი მოსმენით განიხილავენ და მხარეებს არგუმენტების წარმოდგენის საშუალებას მისცემენ.

გადაწყვეტილების მისაღებად მინიმუმ 6 მოსამართლის პოზიცია უნდა დაემთხვეს.