პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებული სამდღიანი უპრეცედენტო პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულებულია.
მხარეთა არგუმენტების მოსმენის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან უზენაესი კანონის დარღვევის თაობაზე საბოლოო ვერდიქტი ახლა 9 მოსამართლემ უნდა გამოიტანოს. პლენუმი გადაწყვეტილებას კონსტიტუციით დადგენილ ვადაში მიიღებს და საქართველოს პარლამენტს სავარაუდოდ ოქტომბრის შუა რიცხვებამდე წარუდგენს — პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის მესამე დღე მხარეთა შორის პაექრობას და დასკვნით სიტყვებს დაეთმო.
რა არგუმენტებით გაამყარეს საკუთარი პოზიციები მმართველი გუნდის და ზურაბიშვილის წარმომადგენლებმა და როგორ აფასებენ ისინი სამდღიან სასამართლო პროცესს – ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.