პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა საკონსტიტუციო სასამართლოში

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის არსებითი განხილვის მეორე დღე დასრულებულია.

კონსტიტუციური წარდგინების მიღების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო ორი დღეა მხარეთა პოზიციებს ისმენს, რის საფუძველზეც უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა უზენაესი კანონი. იყო მოლოდინი, რომ არსებითი განხილვა დღეს დასრულდებოდა, თუმცა იმის გამო, რომ მხარეები ამ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, პლენუმის გადაწყვეტილებით, პროცესი ხვალ 11 საათიდან განახლდება.