პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა პარლამენტში

21:07, 18.10.2023

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტს ინარჩუნებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო, პარლამენტში იმპიჩმენტი ვერ შედგა. იმპიჩმენტის საკითხს მხარი დაუჭრა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა, მათ შორის „ქართული ოცნების“ სრულმა შემადგენლობამ და პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრებმა. წინააღმდეგი კი ერთი დეპუტატი იყო. განხილვას საერთოდ არ დასწრებია ოპოზიციის უმეტესობა. ოპონენტების გადაწყვეტილება – კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიეღოთ, – მმართველმა გუნდმა პრეზიდენტისა და ოპოზიციის ალიანსის დადასტურებად შეაფასა. სახელისუფლებო გუნდი ზურაბიშვილს ფორმალურ პრეზიდენტად აცხადებს და მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის გაგრძელების შემთხვევაში, სამართლებრივ რეაგირებას ისევ აანონსებს.

მსგავსი